ჩვენ დიდ პატივს ვცემთ ერთმანეთს, ზელენსკის დიდ პატივს ვცემ, - ასე უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტის შეკითხვას გამოიყენებს თუ არა შესაძლებლობას და მოუხდის თუ არა ბოდიშს ზელენსკის იმისთვის, რომ მას დიქტატორი უწოდა.
„ვფიქრობ, ძალიან კარგი შეხვედრა გვექნება. ჩვენ ნამდვილად კარგად გავუგებთ ერთმანეთს. ჩვენ დიდ პატივს ვცემთ ერთმანეთს. მას დიდ პატივს ვცემ. ჩვენ მას ბევრი აღჭურვილობა და ბევრი ფული მივეცით, ისინი კი ძალიან ვაჟკაცურად იბრძოდნენ, როგორც არ უნდა ფიქრობდეთ. ისინი მართლა იბრძოდნენ. ვიღაცამ უნდა გამოიყენოს ეს აღჭურვილობა და ისინი ძალიან მამაცები იყვნენ ამ თვალსაზრისით“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან ერთობლივი პრესკონფერენციისას.
ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპს დღეს შეხვდება. უკრაინის პრეზიდენტის თვითმფრინავი აშშ-ში Joint Base Andrews-ის ავიაბაზაზე უკვე დაეშვა.