დღეს, 25 იანვარს, 14:00 საათზე, "ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა კაციტაძე ბრიფინგს გამართავს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" "ახალი მემარჯვენეების" პრესცენტრიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, კაციტაძე ბრიფინგზე საზოგადოებას გააცნობს იმ შეკითხვებს, რომელიც "ახალ მემარჯვენეებს" აქვთ მიხეილ სააკაშვილთან 25 იანვარს დაგეგმილ ტელეპროექტში "პრეზიდენტი პასუხობს შეკითხვებს".