"დომოდედოვოს" აეროპორტში ტერაქტი, სავარაუდოდ, ჩრდილოკავკასიელმა მოქალაქემ მოაწყო. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედიასაშუალებები ავრცელებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ჩრდილოკავკასიელ მოქალაქეს კიდევ ორი თანამზრახველი ჰყავდა. მათზე რუსმა სამართალდამცველებმა ძებნა გამოაცხადეს.
როგორც რუსული მედიასაშუალებები იუწყებიან, რუსეთის სპეცსამსახურებს მოლოდინი ჰქონდათ, რომ მსგავსი ტიპის ტერაქტი მოხდებოდა.
"დომოდედოვოს" აეროპორტში აფეთქება 16:40 წუთზე მოხდა. ტერაქტის შედეგად 31 კაცი დაიღუპა, ხოლო 130-ზე მეტი დაშავდა.