მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტში აფეთქების შედეგად დაჭრილი 51 ჰოსპიტალიზირებული ადამიანიდან 35 ადამიანი უმძიმეს მდგომარეობაშია.
მონაცემები დაღუპულთა რაოდენობის შესახებ არ შეცვლილა და სხვადასხვა წყარო კვლავინდებურად 31 გარდაცვლილის შესახებ იუწყება. დაჭრილია 139 ადამიანი.
შეგახსენებთ, რომ დომოდედოვოს აეროპორტში აფეთქება დღეს, ადგილობრივი დროით 16:40 საათზე მოხდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, დავოსში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა რუსეთის პრეზიდენტმა დიმირტი მედვედევმა.
მედვედევმა უკვე გამართა საგანგებო თათბირი. რუსეთის აეროპორტებში გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები.