"ალ-ქაიდას" ლიდერი ოსამა ბინ ლადენი იმუქრება, რომ თუ საფრანგეთი ავღანეთიდან ჯარს არ გაიყვანს, 7 ფრანგ მძევალს მოკლავს. ამის შესახებ ბინ-ლადენმა ახალ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
ბინ ლადენის თქმით, თუ სარკოზიმ ავღანეთის მიმართ პოლიტიკური კურსი არ შეცვალა, ის აუცილებლად ზიანს მოუტანს საფრანგეთს.
თავის მხრივ, ოფიციალური პარიზი აცხადებს, რომ საფრანგეთი ამ ეტაპზე არ აპირებს ავღანეთიდან ჯარის გამოყვანას და მასზე დაკისრებულ მისიას გააგრძელებს.
"ალ ქაიდასთან" დაკავშირებულმა ტერორისტულმა დაჯგუფებებმა საფრანგეთის 7 მოქალაქე გასული წლის სექტემბერში აიყვანეს მძევლად. ორი მძევალი საფრანგეთში იქნა აყვანილი, ხოლო ხუთი - ნიგერში.