დუბაის მახლობლად მილიარდერებისთვის შექმნილი ხელოვნური არქიპელაგი, სახელწოდებით "მსოფლიო", იძირება.
არქიპელაგი ცოტა ხნის წინ შეიქმნა. ფოტოების მიხდვით, 300 კუნძული თანდათან ერთმანეთს უერთდება და ჩაძირვის საფრთხის წინაშეა.
დუბაის ხელისუფლება იმედოვნებდა, რომ ეს არქიპელაგი გავლენიან ადამიანებს დააინტერესებდა. მეტიც, პოტენციულ მყიდველებად ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტის კანდიდატურაც განიხილებოდა.
ჩაძირვის საფრთხის მიუხედავად, კუნძულების 70% უკვე გაყიდულია.
არქიპელაგის მთლიანი ინვესტიცია 25 მილიარდი დოლარია.