სპორტული კომენტატორის, სანდრო ცნობილაძის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს.
მის სახლში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები არიან შესული. სანდრო ცნობილაძე ბინაში მოხუც დედასთან და შვილებთან ერთად იმყოფება. ჩხრეკის დაწყების შემდეგ მივიდა ადვოკატი ლაშა ტყეშელაძეც.
„ჩხრეკაზე შემოვიდნენ დილას. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. აქ არის ადვოკატიც. არ ვიცი, რას ეძებენ, ამოიღეს ტელეფონები, ლეპტოპები და კომპიუტერი. [ვუკავშირებ] სულ აქციებზე ვარ“, – თქვა სანდრო ცნობილაძემ მედიასთან.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მედიას განუცხადეს, რომ „საქმე ეხება დაზარალებული ქალის ინტიმური შინაარსის მასალის უკანონოდ მოპოვებას“. მათივე ცნობით, ჩხრეკის დასრულების შემდეგ გამომძიებელი მედიასთან კომენტარს გააკეთებს.