შვედეთის მთავრობა უკრაინას 1,2 მილიარდი კრონის (თითქმის 113 მილიონი დოლარი) ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემებს გადასცემს.
ამის შესახებ შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი, პრემიერ-მინისტრის მოადგილე, ებერგეტიკის მინისტრი ება ბუში და განათლების მინისტრი იოჰან პერსონი გაზეთ Svenska Dagbladet-ში გამოქვეყნებულ სტატიაში წერენ.
სტატიის ავტორებმა აღნიშნეს, რომ „მათ ახლა შეუძლიათ გამოაცხადონ საჰაერო თავდაცვის სისტემების შესყიდვა 1,2 მილიარდ კრონად უკრაინისთვის გადასაცემად
მითითებულია, რომ სტოკჰოლმი გადასცემს Robot 70 და Tridon Mk2 სისტემებს.
„უკრაინის მხარდაჭერით ჩვენ ვაძლიერებთ საკუთარ უსაფრთხოებას“, - აღნიშნავენ შვედო ოფიციალური პირები.