ხვალ, 25 იანვარს, გორის რაიონის სოფელ ნიქოზში ამბულატორიის განახლებული შენობა გაიხსნება. ღონისძიებას გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ჯეიმი მაკგოლდრიკი, შიდა ქართლის გუბერატორი ზურაბ არსოშვილი და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრებიან.
ამბულატორია ცხივნალის მოსაზღვრე სოფლების მოსახლეობას მოემსახურება. ამბულატორიის შენობის სარემონტო ხარჯი 107 000 ლარით ევროპის საბჭოს განვითარების ბანკმა დააფინანსა და UNDP-მ განახორციელა. პროექტის ფარგლებში მთლიანად შეიცვალა იატაკი, კარ-ფანჯარა, გაკეთდა საკანალიზაციო და გათბობის სისტემები, მოწესრიგდა სველი წერტილები და ა.შ..
ამბულატორიის სამედიცინო და საოფისე აღჭურვა ჯანდაცვის სამინისტრომ უზრუნველყო. ამბულატორიაში მუშაობს ოჯახის ექიმის, პედიატრის, გინეკოლოგის კაბინეტები, ფუნქციონირებს კლინიკური ლაბორატორია, აქვე შესაძლებელია ბავშვთა იმუნიზაცია. უახლოს ხანში დაგეგმილია სტომატოლოგიური და ფუნქციოდიაგნოსტიკური კაბინეტების და დღის სტაციონარის გახსნაც.
ამბულატორიის ხელმძღვანელობის განცხადებით, მომსახურება უფასოა.