საქართველოში 1921 წლის სცენარი არ განმეორდა და ეს არის საქართველოს ხელისუფლების დამსახურება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, კონკრეტულმა ძალებმა გააკეთეს ყველაფერი, იმისათვის რომ საქართველოში განმეორებულიყო 1921 წლის სცენარი.
„კონკრეტულმა ძალებმა გააკეთეს ყველაფერი, იმისათვის რომ საქართველოში განმეორებულიყო 1921 წლის სცენარი, თუმცა მთავრობა აკეთებდა ამის საპირისპიროდ ყველაფერს, იმისათვის, რომ შეგვენარჩუნებინა ჩვენს ქვეყანაში მშვიდობა, ქვეყნის უსაფრთხოება და ამ ბრძოლაში ჩვენ ვიყავით წარმატებულები, მიუხედავად იმისა, რომ იყო ძალიან დიდი ძალისხმევა მიმართული საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ. იყო პირდაპირი მოთხოვნები, მოწოდებები, პირდაპირი კოორდინაცია რადიკალურ ოპოზიციასთან თუმცა საქართველოში 1921 წლის სცენარი არ განმეორდა და ეს არის საქართველოს ხელისუფლების დამსახურება“, - განაცხადა პრემიერმა.