ცნობილმა მომღერალმა შარლ აზნავურმა ისრაელს მოუწოდა სახელმწიფო დონეზე სომეხთა გენოციდის აღიარებისკენ, რომელიც 1915-17 წლებში თურქეთის ხელისუფლების მიერ განხორციელდა. ეს განცხადება აზნავურმა პარიზში, იერუსალიმის უნივერსიტეტის საერთაშორისო პრემიის გადაცემის ცერემონიალზე გააკეთა.
დღესდღეობით სომეხი ხალხის გენოციდის ფაქტი რამდენიმე სახელმწიფომ აღიარა. პირველად მათი გენოციდი ცნო ურუგვაიმ, რომლის მაგალითიც გაიზიარა რუსეთმა, საფრანგეთმა, იტალიამ, ჰოლანდიამ, ბელგიამ, პოლონეთმა, ლიტვამ, სლოვაკეთმა, შვედეთმა, შვეიცარიამ, საბერძნეთმა, კვიპროსმა, ვენესუელამ, არგენტინამ, ამერიკის 42 შტატმა.
ასევე, სომხების გენოციდს აღიარებს ვატიკანი, ევროპარლამენტი, ეკლესიათა მსოფლო საბჭო.