ვარშავის პოლიციის ცნობით, ვარშავაში, კონსტიტუციის მოედანზე მდებარე ერთ-ერთ რესტორანში დაპირისპირების შედეგად საქართველოს სამი მოქალაქე დაშავდა.
პოლიცია სოციალურ ქსელში წერს, რომ დაშავებულთაგან ერთ-ერთი, 31 წლის მამაკაცი გულმკერდის არეში მიყენებული ჭრილობით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
პოლიციამ ამ საქმეზე სამი პირი, მათ შორის საქართველოს მოქალაქეები დააკავა.