ფოთში გაზი შევიდა. მაგისტრალური გაზსადენი პრეზიდენტმა თავად გახსნა და გაზიც აანთო. ფოთის გაზიფიცირება საპრეზიდენტო პროექტის - "გაზი ყველა სოფელში" - ნაწილია. ფოთის მთლიან გაზიფიცირებას "სოკარი" წელიწად-ნახევარში დაასრულებს.
"ჩემი ვარაუდით, ფოთში სამ-ოთხ წელიწადში უნდა იყოს 100 000 ათასი მოსახლე. ფოთი რომ სრულფასოვან ქალაქად ჩამოყალიბდეს, აუცილებელია შეიქმნას წარმოება, წარმოება კი კომუნიკაციების გარეშე ვერ მოხერხდება. აქაურებისთვის არის ისტორიული დღე, რადგან ფოთში არასდროს ყოფილა გაზი და ნორმალური წყალსადენი. რეალურად არც გაზი იყო ფოთში, არც დენი საწარმოს გასახსნელად. რაც ნიკო ნიკოლაძემ მოიყვანა ფოთში რკინიგზა, მას შემდეგ ფოთის გასავითარებლად არც ერთ ხელისუფალს არაფერი გაუკეთებია. ახლა უკვე ფოთი შეიძლება მთელი ძალით წავიდეს წინ. ეს რეალურად მოგვცემს საშუალებას, საწარმოები აშენდეს და ფოთი განვითარდეს", - განაცხადა სააკაშვილმა.
ფოთის მთლიან გაზიფიცირებას "სოკარი" წელიწად-ნახევარში დაასრულებს.