ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელი მევლუტ ჩავუშოგლუ მიიჩნევს, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა კონტექსტში ასამბლეამ ყურადღების კონცენტრირება უნდა მოახდინოს 2008 წლის აგვისტოს მოვლენების ჰუმანიტარულ შედეგებზე.
"მიმაჩნია რომ საპარლამენტო ასამბლეამ კონცენტრირება ჰუმანიტარულ შემადგენელზე უნდა მოახდინოს, ხოლო პოლიტიკური მომენტები ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე უნდა იქნეს განხილული", _ განაცხადა მან.
კითხვაზე პასუხის გაცემისას, თუ რის გაკეთებას აპირებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა იმისათვის, რომ მოსკოვმა სტრასბურგის მიერ მიღებული რეზოლუციები შეასრულოს, ჩავუშოგლუმ განაცხადა, რომ "აღსრულებაში ყველა მხარეა ჩართული". მანვე დასძინა, რომ "მთავარი ეს - ჰუმანიტარული ფაქტორის და სწორედ მას უნდა დაეთმოს ყურადღება", _ განაცხადა ჩავუშოგლუმ და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა:
"ჩვენ სრულებით მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას", - განაცხადა ჩავუშოგლუმ.
ამასთან ერთად, მთლიანობაში სესიაზე საუბრისას მან ასევე განაცხადა, რომ "ეს სესია ძალიან დაძაბული იქნება".