თბილისის საქალაქო სასამართლოში, კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა. პროცესზე დაიკითხა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტი, ქეთევან გედენაშვილი, რომელმაც აბრამიძის ცხედარს სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარა.
ექსპერტის თქმით, სიკვდილის მიზეზი დიდი რაოდენობით სისხლის დაკარგვა გახდა.
„ეს იყო მძიმე ხარისხის დაზიანებები, რომლებიც პირდაპირ იწვევდა სიკვდილს. სხვ ჭრილობებმაც მიიღო მონაწილეობა და საერთო ჯამში, სისხლნაკლებობაა სიკვდილის მიზეზი, - თქვა ექსპერტემა პროცესზე.
დღევანდელ სხდომაზე ასევე წარადგინეს სამხარაულის ეროვნული ბიუროს დასკვნაც.
"სამედიცინო ექსპერტიზაში დაფიქსირებულია, რომ გარდაცვლილს მიყენებული აქვს 28 ჭრილობა. 28-ვე ჭრილობა არის სიცოცხლის დროინდელი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის ჩადენის აქტთან გვაქვს ადგილი". - თქვა პროკურორმა, გრიგოლ ნიშნიანიძემ.
დღევანდელ პროცესს თავად ბრალდებული, ბექა ჯაიანი არ ესწრებოდა. მომდევნო სასამართლო სხდომა 13 მარტს გაიმართება, რომელზეც უკვე ბალდებული სიტყვით მიმართავს.
18 სექტემბერს ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე სამართალდამცველებმა საკუთარ სახლში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩის 8 ნომერში მოკლული იპოვეს.
მკვლელობაში ბრალდებული, ბექა ჯაიანი 19 სექტემბერს დააკავეს და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 20 სექტემბერს შეეფარდა.