სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში მინისტრ ხათუნა კალმახელიძისა და საქართველოში ბრიტანეთის ახალი ელჩის ჯუდით გოფის პირველი შეხვედრა გაიმართა.
მინისტრმა ელჩს უწყებაში მიმდინარე რეფორმებთან ერთად, სამომავლო გეგმები გააცნო და ბრიტანეთის საელჩოსთან ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილა. თავის მხრივ, ელჩმა აღნიშნა, რომ ხელს შეუწყობს ბრიტანეთის პენიტენციურ სისტემასთან საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს თანამშრომლობას.
ხათუნა კალმახელიძე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს სისტემატურად ხვდება.