პარტია "ერთიანი რუსეთის" ინიციატივით, ლენინის დაკრძალვის შესახებ ინტერნეტგამოკითხვა ჩატარდა.
ინტერნეტმომხმარებლები ერთადერთ შეკითხვას პასუხობდნენ _ მხარს დაუჭერდნენ თუ არა ლენინის დაკრძალვას.
ლენინის ნეშტის დაკრძალვის მომხრე 71 237 ადამიანი აღმოჩნდა, მისი დამარხვის წინააღმდეგ კი ხმა 32 344 ადამიანმა მისცა.
კომუნისტები "ერთიანი რუსეთის" წევრებს ინტერნეტმომხმარებლზე ფსიქოლოგიურ ზეწოლაში დანაშაულებენ. მათი თქმით, საიტი "მშვიდობით, ლენინ" უკვე თავის თავში მოიცავს ლენინის ნეშტის მავზოლეუმიდან გატანის მოსაზრებას.
შეგახსენებთ, რომ ამ დღეებში ვლადიმერ ლენინის გარდაცვალების 87-ე წლისთავთან დაკავშირებით მისი ნეშტის დამარხვის საკითხი წამოიჭრა. კერძოდ, "ერთიანი რუსეთის" დეპუტატმა ვლადიმერ მედინსკიმ ლენინის დაკრძალვის შესახებ წინადადება წამოაყენა. ადამიანის უფლებათა დამცველი საზოგადოების თავმჯდომარემ არსენ როგონსკიმ მისი წინადადება მოიწონა. ამასთან, ოპოზიცია გენერალურ პროკურატურაში სარჩელის შეტანას აპირებს მედინსკის წინააღმდეგ და მას სოციალური დაპირისპირების გაჩაღებაში ადანაშაულებს.