ერაყის წმინდა ქალაქ კარბალაში მიმდინარე მუსულმანურ რიტუალ შიაზე ტერორისტებმა ტერაქტი მოაწყვეს, რის შედეგადაც 18 პილიგრიმი დაიღუპა. ტერორისტებმა ნაღმები ორ ავტომობილში დაამონტაჟეს და ისინი ხალხმრავალ ადგილებში ააფეთქეს.
აფეთქებების შედეგად 55 ადამიანია დაშავებული.
რელიგიური დღესასწაულის შემდეგ, კარბალაში ტერაქტებს 159 ადამიანი ემსხვერპლა. დღესასწაულის დაწყებიდან დაახლოებით ერთი კვირაა გასული.
მასალის გამოყენების პირობები