აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველო მოგზაურობის თვალსაზრისით მაღალი რისკის მქონე ქვეყნების კატეგორიიდან ამოიღო.
დეპარტამენტმა შესაბამისი გადაწყვეტილება მიმდინარე წლის 21 იანვარს მიიღო.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ გადაწყვეტილებას მიესალმება და აცხადებს, რომ ის კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოში დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და სამართალდამცავი სისტემის რეფორმირების კუთხით მიღწეულ პროგრესს