რეჟიმს მოშიმშილე ქალი პატიმრის მოკვლა აქვს გადაწყვეტილი, უკან დახევის ეშინია, სისუსტის ჩვენება ჰგონია სიცოცხლისა და სიმართლის მხარეს ყოფნა. მზია ამაღლობელი უნდა გადარჩეს, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.
"რის დემონსტრირებას ცდილობს რეჟიმი მზია ამაღლობელის სამაგალითოდ დასჯით? მხოლოდ იმის, რომ მისთვის ბევრად ფასეულია რეჟიმის მსახურის შეწითლებული ყურ-ლოყა და განცდილი ტკვილი, ვიდრე ჩვენი, მისი მოწინააღმდეგეების სიცოცხლე? რეჟიმს აფრთხობს ყველა პრინციპული ადამიანის არსებობა და მათი გატეხვით ცდილობს საკუთარი შიშების გაქარწყლებას. მზია ამაღლობელი უკრძალავს მის ადვოკატებს, კოლეგებსა და ოჯახის წევრებს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის აქცენტირებას; თუმცა მწირი ცნობებიც საკმარისია იმის მისახვედრად, რომ მდგომარეობა უმძიმესია. რეჟიმს მოშიმშილე ქალი პატიმრის მოკვლა აქვს გადაწყვეტილი, უკან დახევის ეშინია, სისუსტის ჩვენება ჰგონია სიცოცხლისა და სიმართლის მხარეს ყოფნა. მზია ამაღლობელი უნდა გადარჩეს. უნდა გადარჩეს მისი სიცოცხლე და მისი გაუტეხლობა!", - წერს ნიკა მელია.
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 38-ე დღეა, შიმშილობს. 4 თებერვლიდან ის კლინიკა „ვივამედშია“ გადაყვანილი.