საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე საქართველოში აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ჯონ ბასს შეხვდა.
შეხვედრა საგარეო უწყებაში დღეს გაიმართა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი განიხილეს.
ამასთან, გრიგოლ ვაშაძემ ჯონ ბასთან რეგიონში არსებულ სიტუაციაზეც ისაუბრა.