სანქტ-პეტერბურგში ის ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს, რომლისთვისაც დაიწერა და მიეძღვნა სიმღერა "ვლადიმირსკი ცენტრალი".
წარმოშობით ტვერელი, 51 წლის "კანონიერი ქურდი" ალექსანდრე სევეროვი, რომელიც კრიმინალურ წრეებში ზედმეტსახელად "სევერ" არის ცნობილი, სამართალდამცავებმა სანქტ-პეტერბურგში მოსკოვის ვაგზალზე დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
"მას თან აღმოაჩნდა ორი შპრიცი, რომელშიც ნარკოტიკული ნივთიერება ჰეროინი უკვე მზა ხსნარის სახით იყო მოთავსებული და ორი გრამი იგივე ნივთიერება ფხვნილის სახით", _ იუწყება რუსული მედია და აღნიშნავს - "დაკავებული ძალიან დიდი ფიგურაა კრიმინალურ სამყაროში და მას სერიოზული გავლენა აქვს რუსეთის ცენტრალურ ნაწილში არსებულ კრიმინოგენულ სიტუაციაზე. მიიჩნევა, რომ თავის დროზე სწორედ მისთვის დაიწერა და მას მიეძღვნა არა მხოლოდ ქურდულ სამყაროში ცნობილი სიმღერა "ვლადიმირსკი ცენტრალი", _ იუწყება რუსული მედია.