ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა. შემთხვევის შედეგად კიდევ ერთი ადამიანია დაშავებული.
მომხდარზე ერთი პირია დაკავებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.