2022 წლის თებერვლიდან მივიღეთ ბრიუსელის მოთხოვნები – დაგვეწესებინა ორმხრივი სანქციები, ჩაგვეკეტა საზღვრები, დაგვეხურა ცა, საქმე ცუდად რომ წასულიყო, რას მივიღებდით, ომის დაწყებიდან სამი წლის შემდეგ რას აკეთებს ბრიუსელი, – შალვა პაპუაშვილი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადების ეხმიანება.
"2022 წლის თებერვლიდან მივიღეთ ბრიუსელის მოთხოვნები – დაგვეწესებინა ორმხრივი სანქციები, ჩაგვეკეტა საზღვრები, დაგვეხურა ცა. რა მოჰყვებოდა ამას, არავის აინტერესებდა. და საქმე რომ ცუდად წასულიყო? რას მივიღებდით? ომის დაწყებიდან სამი წლის შემდეგ რას აკეთებს ბრიუსელი? საჯარო განცხადება X-ზე, ეს არის ის, რისი იმედიც უნდა გვქონოდა?!", – წერს შალვა პაპუაშვილი.