ჩინეთში ავტობუსისა და საბარგო ავტომობილის შეჯახების დროს 8 ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედიასაშუალებები ავრცლებენ.
ავარია პროვინცია ცზიანცუს სიხლოვეს ჩქაროსნულ მაგისტრალზე მოხდა. საბარგო ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავ გზაზე გადავიდა, რომლის დროსაც მეორე სატვირთო ავტომობილის მძღოლმა გვერდის ავლა სცადა და ავტობუსს შეეჯახა.
ავტობუსის მგზავრებიდან ოთხი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ოთხი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ მიღებული ტრამვების შედეგად.