დღეს 12.30 საათზე მოძრაობა "სამართლიანი საქართველოს" წევრები საქალაქო სასამართლოში სარჩელს შეიტანენ.
როგორც "სამართლიანი საქართველოს" წარმომადგენლებმა "ჯი-ეიჩ-ენთან" კომენტირებისას აღნიშნეს, სასამართლოსთვის მიმართვა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც პარტიის ექსხელმძღვანელებმა ფინანსური დოკუმენტაციის გაცემაზე უარი უთხრეს.
"ისინი შეგნებულად არ გვაძლევენ ფინანსურ დოკუმენტაციას. ამიტომ სასამართლოს გზით შევეცდებით მის მოპოვებას,"_აღნიშნეს "სამართლიანი საქართველოს" წევრებმა.
შეგახსენებთ, მოძრაობა "სამართლიანი საქართველოს" წარმომადგენლები წინასაარჩევნო აგიტაციისთვის გაწეული სამსახურის გამო მოძრაობის ექსთავმჯდომარე ზურაბ ნოღაიდელისგან დავალიანების გასტუმრებას ითხოვდნენ, რისი გადაუხდელობის გამოც იგი თავმჯდომარის პოსტიდან გადააყენეს.