ავღანეთში, ნატო-ს ჯარისკაცებმა საჰაერო დარტყმის შედეგად თალიბანის ორი ადგილობრივი ლიდერი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას სხვადასხვა დასავლური მედიასაშუალებები ავრცელებენ.
როგორც ოფიციალური ნატო იუწყება, ერთ-ერთი მოკლული, აბდულ ბარი, თალიბანს დიდი რაოდენობის იარაღითა და მანქანებით ამარაგებდა.