ჩინეთის აღმოსავლეთ რეგიონში რამდენიმე თვეა გვალვაა. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ჩინეთში ამ მასშტაბის გვალვა არ ყოფილა.
ხანგრძლივი უნალექობის გამო შანდონგის პროვინციაში სასმელი წყლის დეფიციტი შეიქმნა. მოსახლებას წყლის მარაგები გაუთავდათ. მათი წყლითYმომარაგება სახანძრო მანქანების მეშვეობით ხდება.
გვალვამ დააზიანა მოსავლის დიდი ნაწილი. თითქმის სრულიად განადგურდა ხორბლის ნათესები. ვითარებას ადგილზე გაეცნო ქვეყნის პრემიერი ვენ ჯიაბაო. როგორც მან განაცხადა, უნდა მოხდეს წლის შემანარჩუნებელი ობიექტების მშენებლობა და განვითარება.
სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ გვალვა გაზაფხულამდე გაგრძელდეს.
სრულიად განსხვავებული სიტუაციაა ჩინეთის სამხრეთში. სამხრეთ ნაწილში ძლიერ თოვლს ელოდებიან.