ფედერალურმა სააგენტო "როსოტრუდნიჩესტვო", რომელიც რომელიც რუსული კულტურის პოპულარიზაციას უწევს საზღვარგარეთ და, კერძოდ, მართავს რუსულ სახლს [რუსული კულტურუს ცენტრი] ბაქოში, მიიღო ოფიციალური შეტყობინება აზერბაიჯანის ხელისუფლებისგან მისი საქმიანობის შეწყვეტის შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული გამოცემა Report.az წყაროებზე იუწყება.
„აზერბაიჯანი თავად გახდა დონორი და არ სჭირდება გარე დახმარება, მით უფრო, თუ ის არის დაფუძნებული გაუმჭვირვალე სქემებზე, რომელთა სტრუქტურა აშკარად დაზვერვის ხასიათს ატარებს“, - განმარტავენ გამოცემის წყაროები.
მსგავსი გადაწყვეტილება ოპერაციების შეწყვეტის შესახებ მიიღეს შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიმართაც.
"როსოტრუდნიჩესტვოს" ხელმძღვანელმა ევგენი პრიმაკოვმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა ბაქოში რუსულ სახლს შეწყვიტოს საქმიანობა იურიდიულ პირად რეგისტრაციის არარსებობის გამო.
პრიმაკოვის თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო „მუშაობს სიტუაციის მოსაგვარებლად“ რუსულ სახლთან.
მისი თქმით, რუსული სახლი იძულებული გახდა თვენახევარში დაეტოვებინა ნაქირავები ფართი, რადგან მფლობელმა განაცხადა, რომ აპირებდა მის სასწრაფოდ გაყიდვას.