დღეს, 24 იანვარს, სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია იხსნება.
ქართულ-რუსული დებატები დღის წესრიგში არ არის, მაგრამ საქართველოს დელეგაცია, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პეტრე ცისკარიშვილის ხელმძღვანელობით, რუსეთის მიერ აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობაზე მაინც გაამახვილებს ყურადღებას.
ქართველი დელეგატები იმ მიზეზებზეც ისაუბრებენ, რის გამოხ მათ ქართულ-რუსული დოსიეს განხილვაში მონაწილეობა საჭიროდ არ ჩათვალეს.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე დაგეგმილია პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის დავით დარჩიაშვილის მოხსენება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" დარჩიაშვილმა განუცხადა, იგი ევროსაბჭოს საპარლამენტიო სესიაზე 26 იანვარს მოხსენებთ გამოვა. მოხსენება ქართველი მიგრანტების უფლების დაცვას ეხება.
"მიგრაციის კომიტეტმა დამავალა, ევროსაბჭოს საპარლამენტო სესიაზე გავაკეთო მოხსენება, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს 39-ე წესის გამოყენებას ეხება. ეს უკანასკნელი ითვალისწინებს, რომ მიგრანტების დეპორტი უცხო ქვეყნებიდან შეიძლება სასამართლოს გადაწყვეტილებით შეჩერდეს. ამ წესის დარღვევა ხშირად ხდება, გარკვეული ქვეყნების მხრიდან", - აღნიშნა დარჩიაშვილმა.
სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის 28 იანვრამდე გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები