დაუსჯელობა და უსამართლობა უნდა დასრულდეს და უსამართლოდ დაკავებულები უნდა გაათავისუფლონ, - ამის შესახებ ქართველოში დანიის ელჩი, ანნე ტოფტ სორენსენი რეჟიმის ტყვეების ოჯახების წევრებთან შეხვედრის შემდეგ X-ზე წერს.
"დღევანდელმა შეხვედრამ დაკავებულების ოჯახებისგან და მეგობრებისგან გამოავლინა მტკივნეული, პირადი ისტორიები პოლიციის სისასტიკეზე, არასაჭირო წინასწარ დაკავებებსა და უსამართლო ან გადაჭარბებულ ბრალდებებზე. დაუსჯელობა და უსამართლობა უნდა დასრულდეს და უსამართლოდ დაკავებულები უნდა გაათავისუფლონ", - წერს სორენსენი.