პოლონეთი სოლიდარობას უცხადებს დემოკრატიული ღირებულებების დაცვისთვის ყველა უსამართლოდ დაპატიმრებულს, - ამის შესახებ ნათქვამია პოლონეთის საელჩოს განცხადებაში, რომელიც დაკავებულების ოჯახის წევრებთან შეხვედრის შემდეგ გავრცელდა.
"საპროტესტო აქციების დროს დაკავებულებისა და დაპატიმრებულების ოჯახის წევრების მიერ მოყოლილი ისტორიებით ღრმად შეშფოთებულები ვართ. პოლონეთი სოლიდარობას უცხადებს დემოკრატიული ღირებულებების დაცვისთვის ყველა უსამართლოდ დაპატიმრებულს და მათი დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოდის", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
რეჟიმის პატიმრების ოჯახის წევრები პოლონეთის საელჩოში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდნენ.