რუსეთ-უკრაინის ომის გაყინვა ან ცეცხლის დროებით შეწყვეტა მიუღებელია, რადგან მას დასავლეთი გამოიყენებს კიევის რეჟიმის სამხედრო პოტენციალის გასაძლიერებლად. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა.
„დროებით ცეცხლის შეწყვეტა ან, როგორც ბევრი ამბობს, კონფლიქტის გაყინვა მიუღებელია. მათ უბრალოდ გამოიყენებეს იგივე დასავლეთი, კოლექტიური დასავლეთი და მისი ცალკეული წარმომადგენლები კიევის რეჟიმის სამხედრო პოტენციალის გასაძლიერებლად და, რა თქმა უნდა, შეიარაღებული სამხედრო შურისძიების მცდელობისთვის“, - აღნიშნა ზახაროვამ.
ზახაროვამ აღნიშნა, რომ რუსულ მხარეს „სჭირდება სანდო, იურიდიულად სავალდებულო შეთანხმებები და მექანიზმები, რომლებიც გარანტიას მოგვცემნ, რომ კრიზისი არ განმეორდება“.