საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლაკორნომ განაცხადა, რომ საფრანგეთმა უკრაინას Mirage 2000-ის ტიპის გამანადგურებლები გადასცა, რომლის მიწოდებაც 2024 წელს გამოცხადდა. ამის შესახებ ლაკორნო Х-ზე წერს
„პირველი თვითმფრინავები უკრაინაში დღეს ჩავიდა. ამ თვითმფრინავების ბორტზე არიან უკრაინელი მფრინავები, რომლებიც მრავალი თვის განმავლობაში სწავლებას გადიოდნენ საფრანგეთში და ახლა შეუერთდებიან უკრაინის ცის დაცვას“, - წერს ლაკორნო.
მინისტრმა აღნიშნა, რომ 2024 წლის 6 ივნისს ემანუელ მაკრონმა უკრაინაში ფრანგული Mirage 2000-ის თვითმფრინავის მიწოდების შესახებ განაცხადა. მან არ დააკონკრეტა, რამდენი თვითმფრინავი ჩავიდა უკრაინაში.
მანამდე ლეკორნო აცხადებდა, რომ უკრაინაში თვითმფრინავების მიწოდება 2025 წლის პირველ კვარტალში იგეგმება.