აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ტრანსგენდერ ქალებს ქალთა სპორტში მონაწილეობას უკრძალავს. იუწყება Associated Press
„უკანასკნელ წლებში ბევრმა სასწავლო დაწესებულებამ და სპორტულმა ასოციაციამ კაცებს ქალთა სპორტულ სახეობაში მონაწილეობის ნება დართო. ეს დამამცირებელი, უსამართლო და სახიფათოა ქალებისა და გოგონებისთვის, და მათ თანაბარ პირობებში ასპარეზობის და სპორტის სახეობებში წარმატების მიღწევის საშუალებას ართმევს“, - წერია ტრამპის ბრძანებაში.
„ამ ბრძანებით, ომი ქალთა სპორტის წინააღმდეგ დასრულდა“, - თქვა ტრამპმა ხელმოწერის ცერემონიაზე.
დოკუმენტის თანახმად, სკოლებს, რომლებიც ტრანსგენდერ სპორტსმენებს ქალთა სპორტში ასპარეზობის საშუალებას აძლევს, შესაძლოა, ჩამოერთვას ფედერალური დაფინანსება.