აშშ-მა, უკრაინაში ომის დასრულების გეგმა, შესაძლოა, თებერვალში წარადგინოს. იუწყება Bloomberg .
Bloomberg-ის წყაროების თანახმად, ომის დასრულების“ გეგმას, სავარაუდოდ, წარადგენს ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელი უკრაინაში კიტ კელოგი, რომელიც მიუნხენის კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.
წყაროებმა უარი თქვეს დაეკონკრეტებინათ, რამდენად დეტალური იქნება გეგმის განხილვა და რა ფორმატში გაიმართება ის. წყაროების თქმით, სავარაუდო გეგმის ელემენტებს შორისაა: პოტენციურად კონფლიქტის გაყინვა და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების განუსაზღვრელი სტატუსი, ასევე უკრაინისთვის დაუკონკრეტებელი უსაფრთხოების გარანტიების მიცემა.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, კელოგმა დაადასტურა, რომ გეგმავს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობას და „ამერიკის იმ მოკავშირეებთან შეხვედრას, რომლებიც მზად არიან აშშ-სთან თანამშრომლობისთვის“.
კიევი მანამდე აცხადებდა, რომ ნატო-ში გაწევრიანება იქნებოდა უსაფრთხოების ყველაზე საიმედო გარანტია.