რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ბელარუსი ხალხი და ჯარი ომში ჩაითრიოს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„თქვენ ნახავთ, გაზაფხულზე, ზაფხულში თუ შემოდგომაზე, ის ძალებს განათავსებს ბელარუსის ტერიტორიაზე...
არ ვიცი, იქნება თუ არა შემოჭრა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ის ბელარუსს ომში ჩაითრევს.
თუმცა, ჩემი აზრით, მას შემდეგ რაც უკრაინას რაკეტებით შეუტიეს, უკვე ამ ომში იყვნენ. მაგრამ მათი ხალხი - არა. მათი ჯარი - არა. ჯერ-ჯერობით. მაგრამ პუტინს ეს ნამდვილად სურს," - თქვა ზელენსკიმ.
პრეზიდენტის თქმით, პუტინი ასევე ფიქრობს იმაზე, თუ როგორ მოახდინოს სხვა ქვეყნების პროვოცირება.
„შეიძლება იყოს შემდეგი პოლონეთი, ან ბალტიის ქვეყნები. და ეს არ არის მხოლოდ, იცით, ერთგვარი რიტორიკა...
ბევრი ევროპელი, შესაძლოა, შეერთებული შტატებიც, იტყვის, რომ ეს არის პოლონეთის, ლიეტუვის და სხვა ჩვენი ბალტიელი პარტნიორების დაშინება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.