შვედეთის ქალაქ ორებროს სკოლაში სროლას 10-მდე ადამიანი ემსხვერპლა, მსხვერპლის საერთო რაოდენობა დგნიდება.
შემთხვევა ადგილობრივი დროით დაახლოებით 13:00 საათზე მოხდა.
პოლიციამ შენობას ალყა შემოარტყა, შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები და სპეცრაზმი მივიდა.
შვედეთის იუსტიციის მინისტრმა გუნარ სტრემერმა სიტუაციას "ძალიან სერიოზული" უწოდა.
შვედეთის ეროვნული მაუწყებლის ცნობით, დაშავდა ხუთი ადამიანი. თავდამსხმელმა, სავარაუდოდ, თავი მოიკლა.
პოლიცია აგრძელებს მოკვლევას და დაღუპულთა ვინაობის დადგენას. მსხვერპლთა საერთო რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია.