ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ნორვეგიის ფინანსთა მინისტრად დაინიშნა.
ქვეყნის ახალი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა პრემიერ-მინისტრმა იონას გარ შტორემ გამოაცხადა
"ჩემთვის დიდი პატივია, რომ ჩემი ქვეყნის დახმარება ასეთ კრიტიკულად მნიშვნელოვან ეტაპზე მთხოვეს. ფრთხილად გავითვალისწინე ახლანდელი დაბრკოლებები, რომლებსაც ვაწყდებით, და გადავწყვიტე, რომ პრემიერ-მინისტრ შტორეს მოთხოვნას დავთანხმდე და მის ფინანსთა მინისტრად ვიმსახურო", - თქვა სტოლტენბერგმა.
სტოლტენბერგს, რომელიც 2000-2001 და 2005-2014 წლებში ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იყო, 1996-1997 წლებში ქვეყნის ფინანსთა მინისტრის თანამდებობა ერთხელ უკვე ეკავა.
ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე სტოლტენბერგის უფლებამოსილება 2024 წლის 1ელ ოქტომბერს დასრულდა. ის მარკ რუტემ ჩაანაცვლა. სტოლტენბერგი თანამდებობას 2014 წლიდან, 10 წლის განმავლობაში იკავებდა. ამ წლების განმავლობაში მისი მანდატი სამჯერ გახანგრძლივდა.