რამდენიმე ადამიანი დააკავეს პარლამენტის გვერდით ჩიტაძის ქუჩაზე საპროტესტო აქციაზე, მას შემდეგ რაც დემონსტრანტებმა, რომელთა უმრავლესობა ჟურნალისტი იყო, პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან მსვლელობით გადმოინაცვლა.
პოლიციელები ჟურნალისტებზე ფიზიკურად ძალადობენ და ტროტუარზე გაჩერების საშუალებასაც არ აძლევენ.
12 საათზე პარლამენტის შენობაში საგაზაფხულო სესია, ყაველაშვილის მოხსენებით უნდა გაიხსნას.
პარალელურად უკანა შესასვლელთან მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით ჟურნალისტების აქცია მიმდინარეობს. იკრიბებიან რიგითი მოქალაქეებიც.
ფოტო: რადიო თავისუფლება