კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ერთი თვით გადადებს კანადურ იმპორტზე გამოცხადებული ტარიფების შემოღებას.
"დაწესებული ტარიფები სულ მცირე 30 დღით შეჩერდება, ვიდრ ჩვენ ერთად ვიმუშავებთ," - წერს ტრუდო Х-ზე.
ტრუდომ ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან „პროდუქტიული საუბრის“ შემდეგ, ქვეყნები აძლიერებენ ზომებს ორგანიზებული დანაშაულის, ფენტანილისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ.
გარდა ამისა, მისივე თამით, კანადა აძლიერებს სასაზღვრო უსაფრთხოებას.
„კანადა ახორციელებს 1,3 მილიარდი დოლარის ღირებულების საზღვრის დაცვის გეგმას, აძლიერებს მას ახალი ვერტმფრენებით, ტექნოლოგიებით, მეტი პერსონალით, გაზრდილი კოორდინაციით ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან და დამატებითი რესურსებით ფენტანილით ვაჭრობის წინააღმდეგ საბრძოლველად. დაახლოებით 10 000 პერსონალი ადგილზე იქნება ჩვენი საზღვრის დასაცავად“, - განაცხადა ტრუდომ.
ტრუდომ გამაცხადა ახალი პოზიციის შექმნა, რომელიც აკონტროლებს ძალისხმევას ნარკოტრაფიკის წინააღმდეგ საბრძოლველად.
„ჩვენ ვაპირებთ... დავამატოთ მექსიკური კარტელები ტერორისტულ ორგანიზაციებად, უზრუნველვყოთ საზღვრის 24-საათიანი მეთვალყურეობა და შევქმნათ ერთობლივი სამუშაო ჯგუფი შეერთებულ შტატებთან ორგანიზებული დანაშაულის, ფენტანილისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ საბრძოლველად. მე ასევე ხელი მოვაწერე ახალ დირექტივას სადაზვერვო სააგენტოებისთვის, რომელიც ორიენტირებულია ორგანიზებულ დანაშაულსა და ფენტანილზე, რისთვისაც გამოიყოფა 200 მილიონ დოლარი», - განაცხადა ტრუდომ.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას დონალდ ტრამპმა კანადისთვის, მექსიკისა და ჩინეთისთვის ტარიფები დააწესა. 25-პროცენტიანი ტარიფები დაწესდა კანადიდან და მექსიკიდან იმპორტზე და ათპროცენტიანი ტარიფები ჩინეთიდან შესულ პროდუქციაზე. შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ტრამპმა მექსიკის პრეზიდენტთან შეთანხმებას მიაღწია და აშშ-ის მიერ მექსიკისთვის დაწესებული ტარიფების ერთი თვით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.