რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა და პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა პარტია "ერთიანი რუსეთის" წინასაარჩევო აგიტაციის მიზნით მათი გამოსახულებების გამოყენებაზე თანხმობა განაცხადეს.
ამის შესახებ პარტია "ერთიანი რუსეთის" ვებ-გვერდი იტყობინება.
რუსეთის პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება რუსეთის 48-ე ფედერალური კანონის მეცხრე მუხლს ეფუძნება, რაც ამომრჩევლებისთვის საარჩევნო უფლებებისა და რეფერენდუმში მათ მონაწილეობას გულისხმობს.
პარტია "ერთიანმა რუსეთმა" შესაძლოა, მედვედევისა და პუტინის გამონათქვამებიც ასევე, სააგიტაციო მიზნით გამოიყენოს.
მასალის გამოყენების პირობები