თეთრი სახლი ადასტურებს, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ვაშინგტონში ერთმანეთს 4 თებერვალს შეხვდებიან. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა ქეროლაინ ლევიტმა განაცხადა.
„პრემიერი ნეთანიაჰუ აქ იქნება სამშაბათს, 4 თებერვალს, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტ ტრამპთან შესახვედრად“, - თქვა ლევიტმა.
შეხვედრა გაიმართება ექვსკვირიანი ზავის ფონზე, რომელმაც შეაჩერა ღაზაში ისრაელისა და ჰამასის 15-თვიანი ბრძოლა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისმა განაცხადა, რომ ნეთანიაჰუ არის პირველი უცხოელი ლიდერი, რომელმაც მიიღო მიწვევა თეთრ სახლში ტრამპის ადმინისტრაციიდან.