ბათუმში თევსაჭერი სეინერი ჩაიძირა.
მიზეზი გაწყვეტილი ბაგირი გახდა, რის გამოც სეინერმა წონასწორობა დაკარგა და ნაპირიდან ერთი მილის მოშორებით კატასტროფა განიცადა.
სეინერზე 5 მეზღვაური იმყოფებოდა. სანაპირო დაცვის კატარღის მეზღვაურებმა ყველა მათგანის გადარჩენა შეძლეს.
ეკიპაჟის 4 წევრს პირველადი დახმარება ადგილზევე გაეწია, ხოლო ერთის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.