ტყიბულის მაღაროში მომხდარი აფეთქების ზუსტი მიზეზი, სავარაუდოდ, მომავალ კვირას გახდება ცნობილი.
სწორედ 3-4 დღეში ვარაუდობს მომხდარის მიზეზების შემსწავლელი სპეციალური კომისია შესაბამისი დასკვნის დადებას.
როგორც ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელმა მერაბ მეგრელიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება უსაფრთხოების ნორმების დარღვევამ გამოიწვია.
შეგახსენებთ, რომ ტყიბულის მაღაროში გუშინ მომხდარი აფეთქების მიზეზებს, რომლის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა, სწორედ ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის მიერ შექმნილი სპეციალური კომისია სწავლობს. 7-8 კაციანი ჯგუფი შემთხვევის ადგილზე უკვე მეორე დღეა მუშაობს.