ვანის რაიონში მიწისძვრა ისევ განმეორდა. ამჯერად სეისმოლოგებმა 4,4 მაგნიტუდის სიმძლავრის რყევები გამთენიისას, 07:51 საათზე დააფიქსირეს.
მიწისქვეშა ბიძგებს ნგრევა არ მოჰყოლია. ადგილზე სპეციალისტები მუშაობას განაგრძობენ.
აღსანიშნავია, რომ სწორედ დღეს გახდება ცნობილი სეისმოლოგების წინასწარი დასკვნა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენადაა მოსალოდნელი რყევების ისევ განმეორება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში წელს მიწისძვრა პირველად 19 იანვარს მოხდა. ეპიცენტრი ვანის რაიონში იყო. იქედან მოყოლებული მცირე სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები რამდეჯერმე განმეორდა.