საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამუშაო ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დღეს დასრულდება.
ქვეყნის პირველი პირი სამშობლოში დღესვე დაბრუნდება.
მიხეილ სააკაშვილი ერევანს გუშინ ესტუმრა და ვიზიტის ფარგლებში უმაღლესი დონის შეხვედრები გამართა. მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტი პირისპირ შეხვდა სომეხ კოლეგა სერჟ სარგსიანს, რის შემდეგაც გაფართოებული შემადგენლობის შეხვედრა გაიმართა.
მხარეებმა განიხილეს როგორც ორმხრივი, ისე სავაჭრო ურთიერთობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები.