ფეხბურთის ფედერაციის ახლად არჩეული პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა ფედერაციაში ცვლილების განხორციელებას გეგმავს.
როგორც სიჭინავამ კენჭისყრის დასრულების შემდეგ განაცხადა, ფედერაციაში ცვლილებები ჯერ კიდევ ერთი წლის წინ დაიწყო და მომავალშიც გაგრძელდება, რომელიც ძირითადად ორგანიზაციის ხელმძღვანელობას შეეხება.
მისივე თქმით, ფეხბურთის ფედერაციაში ვიცე პრეზიდენტების რაოდენობის გაზრდაც იგეგმება.
შეგახსენებთ, რომ დღეს სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" ფეხბურთის ფედერაციის XIX საარჩევნო ყრილობა ჩატარდება, რომელზეც კენჭს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის მხოლოდ ერთი კანდიდატი, ზვიად სიჭინავა იყრიდა, რომელიც 33 დელეგატიდან, 30-მა პრეზიდენტის თანამდებობაზე 4 წლით სიჭინავა ერთხმად აირჩიეს.