ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში 33 დელეგატიდან, მონაწილეობა 30-მა მიიღო, რომელბმაც პრეზიდენტის თანამდებობაზე 4 წლით ზვიად სიჭინავას ერთხმად დაუჭირეს მხარია.
როგორც სიჭინავამ არჩევის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ფედერაციის პრეზიდენტობა საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან ქართულ ფეხბურთში ბევრი პრობლემაა და მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, ყველაფერი გაკეთდება, როგორც საფეხბურთო ინფრასტრუქტურის, ასევე შიდა ჩემპიონატების განვითარებისთვის.
მისივე შეფასებით, ეროვნულმა ნაკრებმა წარმატებას, რომ მიაღწიოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად მუშაობა თემურ ქეცბაიამ უნდა განაგრძოს, რომელსაც კონტრაქტი, ორი წლის ვადით გაუხანგრძლივდება.
შეგახსენებთ, რომ დღეს სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" ფეხბურთის ფედერაციის XIX საარჩევნო ყრილობა ჩატარდება, რომელზეც კენჭს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის მხოლოდ ერთი კანდიდატი, ზვიად სიჭინავა იყრიდა.