აი, ის მატრაკვეცობა, რაც ვიხილეთ ოპოზიციის მხრიდან, აშშ-ს პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ერთმანეთს რომ ასწრებდნენ, რაიმენაირად ფეხი შეეყოთ და დასწრებოდნენ ღონისძიებას შორიახლოდან, ესეც ხომ ამის დასტურია, რომ რამდენად აკნინებენ საერთოდ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, გადაცემაში „იმედი Live“ ოპოზიციაზე საუბრისას. განაცხადა
მისი თქმით, ოპოზიცია სერგო ორჯონიკიძის რეინკარნაციაა.
„მათ სურთ, რომ საქართველოს შესახებ გადაწყვეტილება მიიღებოდეს ქვეყნის გარეთ. პირდაპირ რეინკარნაცია არის დღევანდელი ოპოზიცია სერგო ორჯონიკიძის. ადრე სერგო ორჯონიკიძე შემოუძღვა წითელ არმიას, ჯარს და ისინი დღეს უძღვებიან და უნდათ, რომ შემოუძღვნენ სანქციებს. რაც ადრე იყო იარაღი და ტანკი, დღეს ზოგიერთი ჯგუფისთვის სანქციები იქცა ასეთ იარაღად“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.